აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დასრულდა – “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ უკვე განსაზღვრულია არჩევნების დღე – 14 დეკემბერი, ინაუგურაცია კი 29-ში შედგება.

პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარსაც პარლამენტის დეპუტატები წარმოადგენენ. კოლეგიაში შედიან ასევე თვითმმართველობებისა და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

იტვირთბა....