ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შემდეგი მსხვერპლი მე ვიქნები, სახლიდან ვერ გავდივარ” – ბერლინში მოკლული ხანგოშვილის ძმა

მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმა ზურა ხანგოშვილი, “თაიმსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ შემდეგი მსხვერპლი ის იქნება.

ზურა ხანგოშვილის თქმით, ის სახლიდან მარტო არ გადის, რადგან დაზვერვისგან გაფრთხილება მიიღო, რომ მისი სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინის ცენტრში აგვისტოში მოკლეს. გერმანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახური დგას.

იტვირთბა....