ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავში ცეცხსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. ინფორმაციას “radioway” ავრცელებს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

გარდა ამისა, ზელიმხანის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას უკავშირდება. ის ახმედ ჩატაევთან ერთად უკანონო სამხედრო დაჯგუფებებთან, ხელისუფლების დავალებით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ზელიმხანის სიკვდილის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერენ – კერძოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი.

იტვირთბა....