fbpx
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

THE WALL STREET JOURNAL – საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსეთი დგას

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას. გამოცემა ეყრდნობა ამერიკელი ჩინოსნების ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს მუშაობა, ლიკვიდაცია მოახდინონ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთისთვის მიუღებელია.

“მკვლელი ველოსიპედით იყო. როგორც ჩანს, მან მიზანმიმართულად ესროლა ბერლინში, საქართველოს მოქალაქეს. გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი ძირითადვი ვერსიით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა უცხოელი სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი” – რამდენიმე ხნის წინ, ასეთი შინაარსის სტატიას აქვეყნებდა გერმანიაში მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივი გამოცემა Der Spiegel.

Berliner Morgenpost-თან თვითმხილველი ქალბატონი ყვება, რომ მკვლელობის სისასტიკიდან გამომდინარე, მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს, ეს იყო სასიკვდილო განაჩენი. გამოცემა წერს ორ ვერსიაზე: ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის კვალმა ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან უნდა მიგვიყვანოს, ხოლო მეორე ვერსიით, ნატოს რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არაა გამორიცხული საქმე პოლიტიკურ დაკვეთასთან გვქონდეს, რომელიც რუსეთის სპეციალურმა სამსახურებმა განახორციელეს.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, მკვლელობის პოლიტიკური მოტივის ვერსიას ამყარებს მოკლული ზელიფხან ხანგოშვილის ბიოგრაფია. გამოცემაში წერია, რომ ის საქართველოში ადგილობრივი სპეცსამსახურების ნდობით აღჭურვილი პერსონა იყო. Der Spiegel-ის სტატიის მიხედვით, ხანგოშვილი საკმაოდ სანდო პარტნიორი იყო რუსეთის გავლენებთან ბრძოლის საქმეში და საქართველოს ერთ-ერთ რეგიონ პანკისში, საიდანაც ის იყო, კონფლიქტში მასტაბილიზირებელ ფუნქციას ითავსებდა. Der Spiegel-ის ჟურნალისტები წერენ, რომ ზუსტად ამის გამო, როცა საქართველოში მასზე თავდასხმა მოხდა, ის იძულებული გახდა უკრაინაში გადასახლებულიყო.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის გავლენებთან ბრძოლის კუთხით, უკვე მან უკრაინაში განაგრძო იქაურ უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობა. მორიგი თავდასხმის შემდეგ კი ის გერმანიაში გაემგზავრა. Der Spiegel წერს, რომ ხანგოშვილი შესაძლოა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი, ჩეჩენი დიქტატორის, პუტინის მარჯვენა ხელის რამზან კადიროვის “დაუძინებელი მტერთა შავ სიაში” იყო.

“მნიშვნელოვანი დეტალი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მკვლლეობის პოლიტიკურ მოტივს, მკვლელის ქცევაა. ის მკვლელობამდე საკმაოდ მცირე ხნის წინ ჩამოვიდა გერმანიაში და წინასწარ მიღებული ჰქონდა ზომები ქვეყნის დასატოვებლად. მკვლელობამდე ის სპეციალურ ტანისამოსში გამოეწყო და დანაშაულისთვის 9 მმ კალიბრის ტყვია გამოიყენა, რომელიც სპეციალური ხმის ჩამხშობი მოწყობილობით იყო აღჭურვილი” – წერს Der Spiegel.

შეგახსენებთ, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავში ცეცხსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას “radioway” ავრცელებს.

მამუკა არეშიძის თქმით კი, ხანგოშვილის მკვლელობა ან ლაფანყურის ოპერაციას და ჩეჩნების მხრიდან შესაძლო შურისძიებას,  ან კადიროვის სპეცსამსახურს უკავშირდება.

სხვა ამბები

“ირაკლი ალასანიას გეგმებში პოლიტიკაში დაბრუნება არ შედის”

newsadmin

“როცა სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ხვდები, რომ შენ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი”

newsadmin

“მოდის ახალი თაობა, რომელსაც სენტიმენტები და ბმა ნაკლები აქვს”

newsadmin

“რუსეთი აუცილებლად გააქტიურდება უფრო მეტად”

newsadmin

“ხელისუფლება ყველფერს აკეთებს, რომ რუს ოკუპანტებს კომფორტული პირობები შეუქმნას”

newsadmin

“ჩვენი იქ ჩასვლის შემდეგ ოკუპანტებმა ერთი მეტრითაც ვერ წაიწიეს წინ, თუმცა ეს რეალობა 3 დღის წინ შეგვეცვალა”

newsadmin
იტვირთბა....