ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივმართავ ხელისუფლებას, კვერცხის ფული თუ გაქვთ დაურიგეთ ხალხს, ცოცხი კი დასუფთავების სამსახურს” – წულაია

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომია.

წულაიას თქმით, საქართველოს ახალ ტრაგედიას უმზადებენ და ქვეყანას საკუთარი კეთილდღეობისთვის წირავენ.

„ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო, ასეთი ბრძნული გამოთქმა არსებობს. მე თავის დროზე ვაფრთხილებდი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მათ არ გაითვალისწინეს. შედეგს კი იმკიან დღეს და ეს შედეგი არის კვერცხი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას – მართეთ ქვეყანა და ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. კვერცხის ფული თუ გაქვთ დაურიგეთ კვერცხი ხალხს და ცოცხის ფული თუ გაქვთ დაურიგეთ ცოცხი დასუფთავების სამსახურს“, – განაცხადა წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიაებული ოპოზიცია ქუთაისში ჩავა, რათა ყველამ ნახოს თუ რამდენი არიან.
იტვირთბა....