ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“დამთავრდეს “ნაციონალური მოძრაობა”. სისხლისმელებს, რომლებმაც შეურაცხყვეს პატრიარქი, ამას არავის ვაპატიებთ. ყელში ამოვიდნენ, რას უშვებიან ახალგაზრდებს ხომ ვხედავთ”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ფოტო: პირველი არხი