ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველანი ჩავალთ ქუთაისში და ნახავთ, რამდენი ვართ” – ვაშაძე

“ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე  ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა საჯარო მოხელეებმა საღებავებით დააზიანეს

გიორგი ვაშაძემ მედიას კადრები აჩვენა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისის შენობის შეღებილი ფასადი ჩანს.

„დღეს, ქუთაისში კიდევ ერთხელ ვნახეთ „ქართული ოცნების“ ნათელი სახე. პოლიციის კორდონით გადაადგილდებოდა ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა გაერთანებული ოპოზიციის ოფისს და მე აქ მაქვს წარმოდგენილი კადრები, როგორ დააზიანეს ისტორიული და კუტლურული ძეგლი ამ ადამიანებმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ხაზს ვუსვამ, კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი საღებავებით დააზიანეს „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა საჯარო მოხელეებმა. სულ რამდენიმე ადამიანი აქტიურობდა და დანარჩენი ხალხი იძულებით მიიყვანეს ოფისთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხარო და საგანგაშოა ის, რომ პოლიციას დავალება აქვს მიცემული, კორიდორი გაუკეთონ და კომფორტი შეუქმნან ამ ადამიანებს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინონ. მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენ, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის სწორედ ეს არის განსხვავება, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი არაძალადობრივი პროცესი, ისინი არიან მოძალადეები, რომლებიც ანადგურებენ საქართველოს და საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას. ჩვენ მშვიდობიანად, არაძალადობრივი ფორმით მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტყუილზე ხელი აიღოს. ისინი ძალადობენ ადამიანებზე და ასეთ ვანდალიზმს ჩადიან“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან სამართალდამცველებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათ უკანონობის ჩადენას ავალებენ.

„მოდით, ერთხელ მაინც დავსვათ კითხვა, ეს რომ ოპოზიციის მხარდამჭერს ჩაედინა, რამდენი ადამიანი იქნებოდა დაპატიმრებული დღეს? ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი აქტივისტები დღესაც არიან დაპატიმრებული სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი პროტესტის გამო, იმისთვის, რომ ლობიანი მიუტანა „ქართული ოცნების“ წევრებს ოფისში და ამ ადამიანებმა, რომლებმაც მართლაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს დღეს, ჩაიდინეს პოლიციის დახმარებით, პოლიციის მხარდაჭერით… მინდა მივმართო პოლიციელებს, ბიჭებო, თქვენ გავალებენ უკანონობას და თქვენი უფროსები და ხელმძღვანელები თბილ კაბინეტებში არიან გამოკეტილები და სხედან სკამებზე და უნდათ, რომ თქვენით გაიტანონ ეს ყველაფერი. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ხალხო, ეს არის საქმე? შეიძლება ხელისუფლებაში ძალა გყავდეს, რომლის ქუთაისის მერიაში მომუშავე თანამდებობის პირები თავისივე ხელით ასეთ ქმედებას სჩადიოდეს. ხალხო, ეს რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენგან ერთადერთ პასუხს მიიღებს, მშვიდობიან არაძალადობრივ პროცესს. პირობას გაძლევთ, ყველანი ერთად ჩავალთ ქუთაისში მომდევნო კვირას და ნახავთ, რამდენი ვართ და რამდენს ამოუვიდა თქვენი უკანონობა ყელში“,-განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....