“მე არ მახსოვს, რომ დილის 7-ზე მოსულიყოს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდის „კლოუნები“. ჩვენ გავითვალისწინებთ მათ ამ მანევრს და გადმოვწევთ დროს უკან. მოუწევთ ღამის თევით მოსვლა და შემდეგ შეიძლება მოუწიოთ აქ ცხოვრება, თუ უნდათ, რომ პარლამენტის სხდომებზე იარონ. ასე რომ, ნაწილი ამ ამოცანის მიღწეულია, რომ ამ სამარცხვინო „კლოუნებმა“ ცხოვრების სტილი შეიცვალონ, რასაც ძალიან უფრთხილდებიან”
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს წევრი
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.