თბილისის მერი კახა კალაძე, გუშინდელი აქციის დარბევას ეხმაურება. საპატრულო პოლიციის უპროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქციის დაშლა წყლის ჭავლით არ მომხდარა.
ჟურნალისტის კითხვას ეთანხმება თუ არა სირაძეს, მერმა უპასუხა, რომ როგორც მან იცის აქციის დროს გამოყენებული იყო წყლის ჭავლი.
“როგორც ვიცი გამოყენებული იყო. საპატრულო პოლიციამ იქ მყოფ ადამიანებს მისცა გონივრული ვადა, რომ ტერირორია გაეთავისუფლებინა” – აცხასებს კალაძე.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის პიკეტირების საკითხსაც.
“პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას. საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების უფლება არ მიეცემა არავის. ადამიანებს, გამოხატონ საკუთარი აზრი, არავინ უზღუდავს. რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრებები ქონდეს. ამისთვის არსებობს მშვიდი და კანონიერი გზები, თუკი გასცდებიან კანონიერ ნორმებს, სახელმწიფოსგან მიიღებენ შესაბამის რეაგირებას” – ნათქვამია მერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.