პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს, დაშლის მოწოდების შემდეგ მათ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.
საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.