ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმდენი მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდები რუსთაველზე ნაცმოძრაობასთან ერთად დგანან” – ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ მთავრობა აპირებს საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით ამ პროცესების წაყვანას, ეს იქნება დამღუპველი ამ ქვეყნისთვის

მისივე თქმით, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდა თაობას პროგრესი ვერ ანახა, მათ დღეს „ნაციონალუირ მოძრაობასთან“ დგომაც კი არ ეთალიკებათ.

„ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ განეკუთვნებიან, რუსთაველზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დგანან. „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა ტრაგედია ამ ქვეყნისთვის. ეს ბავშვები პატარები არიან, არც მოსწრებიან ამას, მაგრამ პროგრესსაც ვერ მოესწრნენ. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ავტოავარიასავითაა, ავტოავარიას რომ გაუვლი, თან არც გინდა რომ გახედო და თან ცნობისმოყვარეობა რომ გიბიძგებს, რამენაირად შეხედო. ისინი რეალურ ცვლილებებს ითხოვენ. შეიძლება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული იქნება, პროპორციული, ე.წ. გერმანული მოდელი თუ პაპუა-ახალი გვინეის, მაგრამ ეს ხალხი ითხოვს ცვლილებებს, უკეთეს ცხოვრებას, შრომის პირობებს, პენსიას, იმას ითხოვს, რომ მათი შვილები, დედები არ გარბოდნენ საზღვარგარეთ და ოჯახებს არ ტოვებდენ,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პროპორციული არჩევნები ერთადერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან.

„პროპორციული სისტემა რატომაა იცით გამოსავალი? იმიტომ, რომ ეს ორი პარტია, ვის უკანაც დიდი კაპიტალი და ფინანსებია, მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გაურგიდება დიდ ბიზნესს, ბიზნესი დააფინანსებს მათ და არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აქ მოხვდება, არ იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, იქნება ბიზნესის წინაშე. „ქართული ოცნებაც“ გადაიქცა ბიზნესის მომსახურე პარტიად,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.

იტვირთბა....