ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობა სამოქალაქო აქტივიზმს ფარად იყენებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად” – კილაძე

პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ნაცმოძრაობა ყველაფერზე მიდის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად

მისი თქმით, ამის უფლებას მათ არ მისცემს ხელისუფლება. კილაძე აქვე აცხადებს, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის უფლება.

„ბოიკოტის შესახებ მე ყველა იმ დეპუტატისგან არ მომისმენია, რომლებიც არიან პარლამენტის წევრი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ ძველი ახალი დანაყოფები და კიდევ ის ადამიანები, რომლებიც დგანან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ეს გასაგებია მიუხედავად იმისა, რომ ამათ დაირქვეს გაერთიანებული ოპოზიცია, ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს წინა ხაზზე, რომლებიც ცდილობენ, ყველანაირი პროვოკაციაზე წავიდნენ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ გეგმა. აქ არ არის სრულად ოპოზიცია, არის ოპოზიციის ნაწილი. საქართველოს პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ გარდა, არის კიდევ სხვა პარტიები, ასევე უპარტიო დეპუტატები ისინიც ოპოზიცია“, – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.

იტვირთბა....