ევროკავშირმა ბელარუსის საარჩევნო კომისიის წევრებს სანქციები დაუწესა.
სიაში 25 ფიზიკური და 7 იურიდიული პირი მოხვდა.
სანქცირებულთა შორის არიან ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზე.