ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდება გმირებს – დაასრულე მოღალატე რეჟიმი!” – გმირთა მემორიალთან, დღეს, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა

საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს 28 მარტს, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც “საგამოძიებო კომისიამ” ქართველი გენერლები  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი გმირები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და ჩვენი მომავლისთვის. მათმა თავგანწირვამ შეაჩერა ოკუპანტის ტანკები, მაგრამ დღეს მოღალატე რეჟიმი ცდილობს ისტორიის გადაწერას.

ჩვენ, ქართველი ხალხი, არასდროს დავუშვებთ, რომ ჩვენი ისტორია და გმირთა სახელი რუსეთის დაკვეთით შეილახოს! გენერლებისა და ჯარისკაცების დადანაშაულება – ესაა საქართველოს ღალატი!

28 მარტს, 19:00 საათზე, გმირთა მემორიალთან ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ პატივისცემა გმირთა სახელის მიმართ და ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს – ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, ჩვენი სამშობლოს ღალატია” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.

იტვირთბა....