„პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ მოახდინეს შენობების პიკეტირება, პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება“
ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.