საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული” – აცხადებს ქანთარია და აღნიშნავს, რომ მთავარია ქმედებები კანონს არ გასცდეს.
„მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე რა ტონალობაშიც უნდა, სადაც უნდა, რამდენიც უნდა, ოღონდ, კანონს არ უნდა გაცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება, ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია. მათთვის როგორია ჯოჯოხეთი”,- განაცხადა ქანთარიამ, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ უმრავლესობას „პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოუწყობენ”.