ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვები გზაზე გაშალეს. მათი თქმით, აქვთ სამი მოთხოვნა – ვადამდელი არჩევნები, პროპორციული სისტემის შემოღება და დროებითი მთავრობის დაკომპლექტება.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. 

ცოტა ხნის წინ დასრულდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების შეხვედრა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....