aviabiletebi
მთავარი ციტატა

ივანიშვილი: “დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ფავორიტი მებრძოლი…”

“დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. ის გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი და სულ მეხმარებოდა. შევთავაზე, ხომ არ წახვალ კანდიდატად-თქო და არაო მიპასუხა, პოლიტიკაზე არც მიფიქრიაო. ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმეთ. კამერების ორივეს გვეშინოდა თავდაპირველად და ერთმანეთს ვეხმარებოდით. კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა იმდენად მერიდებოდა. მე შემიძლია, საქებარი სიტყვები არ დავიშურო მისთვის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, 2016 წ.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, რომელთა შორის იყო დიმიტრი ხუნდაძეც, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს ხუნდაძე დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვს და მხარდამჭერების მოზიდვითაა დაკავებული იმისათვის, რომ თავისივე ადრინდელი ინიციატივა ჩააგდოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით ხუნდაძე და რამდენიმე მისი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული.

 

იტვირთბა....