ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არინ უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს

პარლამენტში, დღევანდელ კენჭისყრაზე, სადაც პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი ჩავარდა, როგორც ოპოზიციაში ასევე უმრავლესობაში პროტესტი გამოიწვია.

“მეტრონომი” გთავაზობთ იმ დეპუტატების სიას, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს.

აბუსერიძე, ბერაია, ბოლქვაძე, გულორდავა, ენუქიძე, ვახტანგაძე, ზურაბიანი, თოლორაია, კიკანველიძე, კობალაძე, კოპალიანი, კოპაძე, ლურსმანაშვილი, მანუკიანი, მაკრახიძე, მაჭარაშცილი, მახათაძე, მეზურნიშვილი, მეშველიანი, მირზოევი, მუჩიაშვილი, მხეიძე, მხეიძე, ნავერიანი, პოღოსიანი, აონღულაშცილი, ქვარაია, ყაველაშვილი, შიოლაშვილი, ჩანქსელიანი, ჩრდილელი, წილოსანი, ხაბარელი, ხაბელოვი, ხახუბია, ზუბუკური, ჯაფარიძე, მკოიანი, ოქრიაშვილი, ხუნდაძე.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

იტვირთბა....