aviabiletebi
მთავარი ციტატა

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით” – თალაკვაძე

“მიუხედავად იმისა რომ უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დავუჭიირეთ კანონპროექტს, საკამარის არ აღმოჩნდა მისაღებად. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან არ არის მიღებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით ბლოკებით და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულის გარკვეული წესების გამოყენებას 2020 წლის არჩვნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

იტვირთბა....