ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპატრიარქომ, გირჩზე შურისძიება შვილმკვდარი ოჯახის გამწარების ხარჯზე გადაწყვიტა” – ჯაფარიძე

მოწმობის აღება არ ნიშნავს საკუთარ რწმენაზე უარის თქმას – ამის შესახე განცხადება პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

“ახალგაზრდა, რომელსაც ჰქონდა ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის მოწმობა გარდაიცვალა ავტოავარიაში

ასეთი მოწმობა აღებული აქვთ მართლმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს, მუსლიმებს, ანგლიკანებს და სხვა

მოწმობის აღება არ ნიშნავს საკუთარ რწმენაზე უარის თქმას

მხოლოდ უტვინო და რწმენისგან მართლა სრულიად დაცლილმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს სხვაგვარად

რა ხდება ამის შემდეგ:

ახალგაზრდას ოჯახს წესის აგებაზე უარს ეუბნებიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები

ცოტა ხანში ირკვევა რომ მითითება, არ აუგონ წესი, გასცა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ,
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა,
რელიგიური ტურიზმის (სამომლოცველო) დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მეუფე საბამ

და ამ ყველაზე ჭეშმარიტ, ძველ, ნამდვილ, სასიქაუდულო, სიკეთით სავსე, დალოცვილ, ღვთსმშობლის წილხვედრ და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. ქვეყნის ეკლესიაში ვერ მოიძებნა ერთი, ერთი!!! სასულიერო პირი, რომელშიც აღმოჩნდებოდა საკმარისი ქრისტეს რწმენა რომ ენუგეშებინა ოჯახი და წესი აეგო გარდაცვლილი ბიჭისთვის

ერთი ადამიანი!

ასეთი გზით გადაწყვიტა საპატრიარქომ გირჩზე შურისძიება – შვილმკვდარი ოჯახის გამწარების ხარჯზე

ესეც არ იკმარეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში ოჯახს განცხადება გაავრცელებინეს, გირჩს ვემიჯნებითო…

ეკლესიას ებრძვიანო გააგრძელებენ ისევ

სადაა ეკლესია?

ნაბიჭვრობას ვებრძვით!

ნაბიჭვრობას!

ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ჩაბუდებული!” – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამ თემას გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა
და გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი. 

იტვირთბა....