ბათუმში,მეტაქსას ქუჩის 5 ნომერში, უხვი ნალექის შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
შენობაში სულ 4 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გაყვანას ითხოვენ. ამბობენ, რომ შენობა წლებია ავარიულია და აღნიშნულის დამადასტურებელი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.
ოჯახები შენობიდან დღეს სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა.