ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მზია ამაღლობელს დღეს “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებულ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში.

ორგანიზაციის ცნობით, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.

ამასთან, ამაღლობელს 4 მარტს, სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.

შეგახსენებთ, ამაღლობელმა 38 დღეა იშიმშილა.

ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....