ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს – Reuters

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას აპირებს,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტი ტრამპის ადმინისტრაციამ შესთავაზა. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნებმა მინერალებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით, უკრაინა შეიტანს შემოსავლების 50 პროცენტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მინერალური რესურსების „მომავალი მონეტიზაციისგან“. საუბარია ასევე ნავთობსა და გაზზე.

მედიის ინფორმაციით, დოკუმენტში არ არის ნახსენები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა ჩართვასაც კიევი დაჟინებით მოითხოვდა.

იტვირთბა....