ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

350 მილიარდი, ბევრი ტექნიკა, სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება – ტრამპის დაპირება უკრიანისადმი წიაღისეულზე შეთანხმების სანაცვლოდ

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა კითხვას – „რას მიიღებს უკრაინა აშშ-სთან ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ?“

„350 მილიარდ დოლარს, ბევრ ტექნიკას, სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის გაგრძელების უფლებას“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ამერიკის მთავარსარდალმა აღნიშნა: „უნდა ვთქვა – უკრაინა… ძალიან მამაცები არიან, კარგი ჯარისკაცები არიან. მაგრამ შეერთებული შტატების და მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა.“

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, შტატებსა და უკრაინას შორის უკრაინის წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

პირველი ცდისას შეთანხმება არ შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას.

იტვირთბა....