“მე არ მომიხსნია პატრიარქის სურათები და დავუტოვე ახალ მეუფეს. ეს არის პროტოკოლი, რომ პირველი პირის ფოტო გქონდეს., ისევე როგორც ლოცვებში უნდა მოვიხსენიოთ პატრიარქი . მე ამით პირველ იერარქს პატრიარქს ვცემ პატივს, პიროვნული დამოკიდებულება კი განსხვავებულია”
მეუფე პეტრე
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.
მეუფე პეტრე ჭყონდიდი ეპარქიას დღეს ტოვებს