ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს, ნაშუადღევს დატოვებს. მეუფე პეტრეს თქმით, თუ სინოდის სხდომა გაიმართება და მიიწვევენ, ის დაესწრება, თუმცა მოითხოვს პირდაპირ ეთერს.

“ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულობას, რადგან თქვენ ასეთი პრინციპულები ხართ, გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის “ერთსულოვნების” მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ერთსულოვნებისათვის ჯერ ბერში და შემდეგ ერში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. აწ განსვენებული, ჩემთვის წმინდა ადამიანი, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამბობდა – ეკლესიაში არის მხოლოდ შვიდი საიდუმლოება, სხვა საიდომლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მომიწვევენ დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს”, – განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან გუშინ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....