“ჩემი მღვდელმთავრობიდან განყენების მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობისა პიდარასტიის მხილება”
მეუფე პეტრე სინოდის სხდომიდან
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.