ჩვენს თვალწინ მოხუცი პატრიარქის მკვლელობა მზადდება – ამის შესახებ “კანონისა და სამართლის”ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა.
ამ განცხადებით თაკო ჩარკვიანი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ხალხნო დავფიქრდეთ აბა , რა დროს 86 წლის დაუძლურებული პატრიარქის “მხილებაა”, აბა დავფიქრდეთ, თუ ვინმეს “მხილება” უნდოდა აქამდე წლები იყო ასე არ არის, ახლა რატომ, რატომ ახლა? თან დღევანდელ სხდომაზე საერთოდ ხმაც კი არ ამოუღია მას – პატრიარქს, სიტყვა არ ათქმევინა არავინ…… სხვა ხალხი “მართავს” საპატრიარქოს, დიდი და ბინძური ბრძოლააა არ ავყვეთ, წუმპეა საქართველოს სათავეში ხელისუფლების სახით, სუსის იუველირული ნამუშევარია და მოძღვრებიც ჩართეს ზოგი ნებსით, ზოგიერთი უნებლიედ, თვეებია უკვე “ამუშავებენ” ადამიანებს, ზოგი იჯერებს, ზოგიც არა (რთულია გაუძლო და გამოიცნო, რუსეთის უშიშროების “მუშაობას”, მოძღვრებიც დააბნიეს და დააპირისპირეს) რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება გვყავს! გადადგეს ეს ბინძური, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება და დალაგდება ყველაფერი! რა დროს მოხუც პატრიარქზე თავდასხმააა და ცილისმწამებლური “ღვარცოფის”-ტალახის შესხმა, რას გვაძლევს ახლა ეს ვინმემ მითხრას , აი რას ემსახურება?! საქართველოს??? არა საქართველოს არა!!! საქართველოს სახელმწიფოს კიდევ ერთი ჩამოშლის მცდელობას – სხვა არაფერს, სრულიად არაფერს!! დავფიქრდეთ აბა?! ვფიქრობ ნათლად სჩანს “სცენარი”! ამიტომ ვიფიქროთ უმთავრესზე – ხელისუფლების შეცვლა და ივანიშვილის “გადადგომა”- აი საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენა! ჩვენს თვალწინ მოხუცი პატრიარქის მკვლელობა მზადდება!”- აცხადებს ჩარკვიანი”- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.