ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დოლიძის კომიტეტის სხდომაზე არშეშვება ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობაა” – ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანა დოლიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არშეშვება არის აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობა

ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნულს რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ანრი ოხანაშვილის მიერ ყოველ დილით გაკეთებული, უკვე კომიკურად ქცეული განცხადებები – უპრეცედენტოდ გახსნილი და გამჭვირვალე პროცესი, თავდაყირა დგება, როგორც კი დარბაზში არ უშვებს იუსტიციის საბჭოს წევრს, რომელიც არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი პროცესებთან მიმართებაში. რაც ხდება, ეს არის აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობა, რომელმაც სამწუხაროდ, ეს კომიტეტი გადააქცია იუსტიციის საბჭოს დაქვემდებარებულ სტრუქტურად. მგონია, რომ ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, გიორგი მიქაუტაძის მხარდაჭერა არ შეიძლება, რადგან მას თუ „ქართული ოცნება“ ხმას მისცემს, „ამით ხმას მისცემს სასამართლო სისტემის წარსულში დატოვებას, ძალადობრივი რეჟიმის აღზევებას და უსამართლობას”.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ. იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს.

 

იტვირთბა....