პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ ანა დოლიძე არ შეუშვეს.
როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და შესაბამისად, მას სხდომაზე დასწრება დარბაზში არსებულ ე.წ აივანზე შესთავაზა.
„სხდომა არის საჯარო, დარბაზი გატენილია აპარატის თანამშრომლებით და მოქალაქეები დარბაზში არ დასხდნენ, რადგან პატარა დისკომფორტით ცივი ნიავი არ მიაკარონ გიორგი მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს. ამისთვის არის ეს ფასადური პროცესი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მან პარლამენტის შენობა დატოვა, რადგან მისი თქმით, ის შეთავაზებას, სხდომას დაესწრებოდა ე.წ.აივნიდან არ დათანხმდა.
ამასთან, კომიტეტის სხდომათა დარბაზში შესვლას კიდევ ერთი მოქალქე ითხოვს. ის აცხადებს, რომ გიორგი მიქაუტაძესთან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.