ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

დეპუტატთა ნაწილის განცხადებით, მიქაუტაძესთან მწვავე კითხვები ექნებათ.

„გიორგი მიქაუტაძემ ინერვიულოს, წინასწარ კარგად მოემზადოს, რადგან მას არ ექნება კომფორტული გარემო. მასთან შეკითხვებს მონობის შესახებ დავსვამთ, იმ მსახურობის შესახებ, რაც მას ჰქონდა“,- განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ მიქაუტაძე რეჟიმის დავალებებს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოუსმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს.

იტვირთბა....