ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემთხვევა გორში: “გველი ღამის პირველზე, ბალიშზე იყო დახვეული, დაიწივლა და ეგრევე დაკბინა”

გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა გოგოს სავარაუდოდ შხამიანმა გველმა უკბინა. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, გველი ახალგაზრდა გოგონას თავს საწოლში დაესხა და კისრის არეში დაგესლა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

,,როგორც ვიცი ლოგინში იწვა, ღამის პირველი საათი იქნებოდა და როგორც კი მოტრიალდა დაინახა, რომ მის გვერდზე, ბალიშზე იყო დახვეული გველი. დაიწივლა და ეგრევე კისერში დაკბინა” – აცხადებს დაშავებული გოგონას ახლობელი.

წყარო: dianews.ge

იტვირთბა....