“ჩალაგაშვილის დაკავება არის ფაქტობრივად რუსეთის შეკვეთა, რომ წინასაარჩევნოდ ვისაც კი რამე ოდნავ პოლიტიკური ძალა აქვს და წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ივანიშვილის ხელისუფლებისადმი გამოიყენოს ყველა მეთოდი, ზოგი დაპატიმროს, უდანაშაულოდ ზის ოქრუაშვილი. სამარცხვინოა, მიტინგში მონაწილეობისთვის ადამიანი დღეს არის დაპატიმრებული და მისი პარტიის წინააღმდეგ დღეს მიდის ციხეში იმიტომ, რომ ივანიშვილი განიხილავს როგორც საფრთხეს.”
რომან გოცირიძე, დეპუტატი
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ჩალაგაშვილის დაკავებას “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი კოტე კემულარია გამოეხმაურა. კემულარიას შეფასებით, ჩალაგაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნაა.