ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, –  აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ჩალაგაშვილის დაკავებას “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი კოტე კემულარია გამოეხმაურა. კემულარიას შეფასებით, ჩალაგაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნაა.

იტვირთბა....