“იმედის კვირის” ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი შეიწყალა.
1994 წელს დაბადებული მსჯავდებული , რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით , რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .
როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა, როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პროკურატურა ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების პირობებშიც კი არ მიდის რამდენიმეწლიან სასჯელზე.
“იმედის კვირის” ინფორმაციით, ეს არ არის ერთადერთი ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სიაში მოხვდა.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.
ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.
სალომე ზურაბიშვილმა, 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.
ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო.