ახალი ამბები მთავარი სამართალი

თეა წულუკიანი – პრეზიდენტის შეწყალებულ პირთაგან, ერთი ძებნილია

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.

როგორც წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, ელოდა, რომ როგორც აღდგომის და ახალი წლის შეწყალებისას, პრეზიდენტი მისი უწყების აზრს იკითხავდა.

“მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ როგორც აღდგომის და ახალი წლის შეწყალებისას, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა ჩვენგან აზრს – ესა და ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს სახლში? ნამდვილად ავად არის? ნამდვილად სიმსივნე აქვს თუ არა? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია ეს მისთვის. ამ შემთხვევაში ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა. მარიამობის შეწყალებაზე ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 

იტვირთბა....