მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანია და 8 ქალი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას შეიწყალოს მსჯავრდებულები. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, – ნათქვამია განცხადებაში.