aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიძინას რჩეული კრიმინალების სერიული შემწყალებელი” – აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბიძინას რჩეული კრიმინალების სერიული შემწყალებელი” , “შეიწყალებ გავრილოვის პატიმრებს?”, ამ ლოზუნგებით და ბანერებით პრეზიდენტის სასახლესთან, სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

“ვაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის სამარცხვინო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას. ის პრეზიდენტი კრიმინალების და ძველი ბიჭების დახმარებით გახდა.  ზურაბიშვილმა შეწყალების ამ აქტით მათ გადაუხადა ვალი”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საპროტესტო აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

ამასთანავე, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.

იტვირთბა....