ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა პლატფორმა X-ზე ევროპელი ლიდერების კოორდინაციის შესახებ წერს.
„მჭიდრო ევროპული კოორდინაციის მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. დღეს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შესახებ მოხსენება წარუდგინა“, – წერს ანტონიო კოსტა.
კოსტამ აღნიშნა, რომ მაკრონის მოსმენა 6 მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტისთვის მოსამზადებლად სასარგებლო იყო.
„სამიტზე უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა მან.