გერმანიის განათლების სამინისტრომ გაყინა საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება. ამის შესახებ ცნობას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს მოიცავს სტუდენტების მობილობას, კვლევას და ევროკავშირი-საქართველოს პროგრამებს.
ელჩი მიზეზად “საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას” ასახელებს.
“მათ შორისაა სტუდენტური მობილობა, კვლევა და საქართველო ევროკავშირის პროგრამებში. ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება. ქართველებმა, რომლებსაც გერმანულ უნივერსიტეტებში უსწავლიათ, მეტწილად გერმანული სტიპენდიებით, იციან ეს რა დანაკარგიცაა.
ეს ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლების სამინისტროს მოქმედ დაფინანსებას საქართველოზე, რომელიც თითქმის ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ასევე ჯერ არ ეხება მოქმედ სასტიპენდიო პროგრამებს, როგორიცაა DAAD. თუმცა გერმანია სინანულით აკვირდება და გადახედვის პროცესშია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის”, – წერს ელჩი.