ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ, პოლიციამ დააკავა“ – Politico

Politico-ს ცნობით, რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ, პოლიციამ დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა და დაკითხვის მიზნით გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს.

რუმინული მედია იუწყება, რომ კალინ ჯორჯესკუს დაკითხვა გასულ წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუმ გასული წლის ნოემბერში გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა.

შეგახსენებთ, რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....