aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერის რანგში გახარიას პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის რანგში, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოსთვის წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

წლიური ანგარიშის განხილვა, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარედგინა, გადაიდო. ამის მიზეზი 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენები იყო.

დოკუმენტი 212 გვერდიანია. ანგარიშში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზ

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....