ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის ნაწილს სასესიო დარბაზი დაატოვებინა

„ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დაატოვებინა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა, მათ წესრიგი დაეცვათ.

„პარლამენტის რეგლამენტის 224 მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხიელბას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....