უსაფრთხოების საბჭოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.
აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დღეს, თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ლევან იზორია დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში. ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტში კიდევ ერთ ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იქნება.