მთავარი საზოგადოება ციტატა

“კრიმინალი გახარიას მთავრობის დამტკიცების ფარსში მონაწილეობას საკომიტეტო ფარგლებში არ ვაპირებთ”

“კრიმინალი გახარიას მთავრობის დამტკიცების ფარსში მონაწილეობას საკომიტეტო ფარგლებში ჩვენ არ ვაპირებთ მაშინ, როდესაც ორ თვეზე მეტია ჩვენი თანამოქალაქეები ითხოვენ გახარიას გადადგომას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ჩვენ ვუერთდებით ამ პროტესტს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც გავრილოვი ვერ მოკალათდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ისე ვერ მოკალათდეს ჯალათი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელში”

თინა ბოკუჩავა – “ნაციოლანური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....