“გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საკამათო, ხოლო მორალურით მიუღებელი. ახლა ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რაზე გადის მისთვის ფრონტის ხაზი – პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე, თუ მორალურ არჩევანზე…”
გია ხუხაშვილი – პოლიტილოგი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.
გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საკამათო,…
Gepostet von Gia Khukhashvili am Dienstag, 3. September 2019