მთავარი ციტატა

“ჩვენ მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა”

“როგორც ჩანს, მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს. ანუ, პრმიერმინისტრად და ძალოვან მინისტრებად ჩვენ მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. ამან კი, არამგონია რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი, რადგან დაკარგული გვაქვს ყველანაირი სახე და პოზიცია. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება 2012 წლიდან მოყოლებული და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს – „უკან წარსულში“.

დავით ჭიჭინაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი

შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....