aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

რა ბედი ეწევა “კომედი არხს”: ნიკა გვარამია იუმორისტულ არხზე კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კომედი არხი”, რომელიც ამ მომენტისათვის გათიშულია, ნიკა გვარამიას მთავარ არხზე გადადის. ამის შესახებ On.ge-ს ინფორმაცია ნიკა გვარამიამ დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რიგი ცვლილებები განხორციელდა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ის ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ტელეკომპანია დატოვა ჟურნალისტების უმეტესმა ნაწილმა. რეიტინგული შოუს “ვანოს შოუს” წამყვანი ვანო ჯავახიშვილიც, ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ “მთავარ არხზე” გადადის. “კომედი შოუს” მსახიობების ძირითადი ბირთვიც გვარამიას ახალ ტელევიზიას შეუერთდება, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას სექტემბრიდან გეგმავს.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად კი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც აცხადებს, რომ არხიდან წასული ჟურნალისტებიდან ბევრმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

იტვირთბა....