“რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
“იმედინიუსის” ცნობით, ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს, ოფიციალურად კი ამის შესახებ ტელეკომპანიაში ბრიფინგი გაიმართება.
ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია “მზეში” მუშაობდა. მოგვიანდებით, ის საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.
იმედინიუსი